სკოლა არეა

 

სკოლა არეა

ტრადიციები და მიღწევები

ავტორიზაცია

21 დეკემბერს, სკოლა ,,არეამ" წარმატებით გაიარა ავტორიზაცია.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის. სკოლამ არეამ პირველი ავტორიზაციაც წარმატებით გაიარა 2011 წლის 22 დეკემბერს. იხ. ბმული: 1. პირველი ავტორიზაცია

ვულოცავთ ,,არეას" პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ამ დიდ წარამატებას!

იხ. ბმული: 2. სკოლის გვერდზე ან - 3. region info

 

 

* სკოლა ,,არეას" წარმატებები - II ნაწილი 2014 - 2015 და 2015 - 2016 სასწავლო წლების შეჯერება იხ. ბმული: II ნაწილი

 


მედალოსნები  (17.02.2014)

სკოლა ,,არეა" ულოცავს ხობის წარმატებულ მოსწავლეებს მნიშვნელოვან დღეს, გვეამაყება, რომ რაიონის 26 მედალოსანს შორის 10 ,,არეას კურსდამთავრებულია (3 ოქროს და 7 ვერცხლის მედალოსანი) იხ. ფოტო-მასალა:  მედალოსნები

 


სკოლა ,,არეას წარმატებული წელი 30.09.2013

სკოლა ,,არეას XII კლასმა წარმატებით დაასრულა 2012-2013 სასწავლო წელი (სკოლას ჰყავს 3 ოქროს და 7 ვერცხლის მედალოსანი). ,,არეას კურსდამთავრებულებმა წარმატებას წარმატებით უპასუხეს და მოიპოვეს 100% -იანი (2 მოსწავლე), 70%-იანი (ერთი მოსწავლე); 50%-იანი (5 მოსწავლე) გრანტები, ჩაირიცხნენ უფასო უნივერსიტეტებში (4 მოსწავლე). ,,არეას წარმატებულ სტუდენტებს ვუსურვებთ ბედნიერ მომავალს! იხ. ფოტო: 2013 წლის კურსდამთავრებულები


* სკოლა ,,არეას" წარმატებები I ნაწილი 2012 - 2013 წლების შეჯერება იხ. ბმული: I ნაწილი

 


*სკოლის ტრადიციები და მიღწევები (2012 წლამდე):

სკოლა დაარსების დღიდან ორიენტირებულია განათლებულ, დისციპლინირებულ, შემოქმედებითად აქტიურ მოსწავლეთა აღზრდაზე; მოსწავლე – მასწავლებლის ფუნქციათა ორგანიზებული გადანაწილება იდეალურ სასწავლო გარემოს ქმნის.

• ერთსულოვნების, ერთი ოჯახის შეგრძნება, შესაშური მობილიზება ნებისმიერი ტიპის სასწავლო ღონისძიებებში ჩართვისას და მზადყოფნა გარდაუვალი წარმატებებისათვის, რაც არა ერთხელ დამტკიცებულა.

• სკოლა აქტიურად ერთვება სასწავლო შემოქმედებით კონკურსებში, პროექტებში, ოლიმპიადებში, ღონისძიებებში, კონფერენციებში. სკოლა ,,არეას” მოსწავლე – მასწავლებელთა სახელზეა უამრავი სიგელი და დიპლომი.

• ,,მადლის დღე” – ყოველთვიურად, სკოლა შემოწირულობებით, ქველმოქმედების სახით დახმარება უწევს ბავშვთა და ინვალიდთა სახლებს, ხელმოკლე ოჯახებს.

• იმართება დისკუსიები სხვადასხვა თემებზე, რაშიც მეგობარი სკოლებიც იღებენ მონაწილეობას.

• ეწყობა პოეზიის საღამოები, ლიტერატურული კაფე – საღამოები.

• სკოლაში წლებია დაინერგა მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამა მეგობარ სკოლასთან.

• ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას” – მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები ბუნების დაცვა – გაფრთხილებაზე ორიენტირებილი ღონისძიებების დაგეგმვა – მოწყობაში, რგავენ ახალ ნერგებს რაიონის ნაკლებად გამწვანებულ ზონებში.

• სკოლაში წლებია არსებობს ინტელექტ – კლუბი, რომელიც ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ ღონისძიებებს: ინტელექტ – ტესტები, ,,ყველაზე ჭკვიანი”, ,,მოაზროვნე”, რა? სად? როდის? ,,ეტალონი”, ,,წლის ყველაზე ინტელექტუალური კლასი”, სკოლებშორის შეჯიბრებები და ა.შ. გამარჯვებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სიგელებით, დიპლომებით, ფასიანი საჩუქრებით, თავისუფლდებიან ერთთვიანი ან ერთწლიანი სასკოლო გადასახადისაგან.

• ახალი წლის მოახლოებისას, სკოლის ტრადიციაა – პროპაგანდა გაუწიოს ხელოვნურ ან ნაძვის უვარგისი ტოტებით შექმნილ ნაძვისხეებს, ამის შესანიშნავ მოდელს სკოლა ყოველწლიურად წარადგენს საახალწლო ნაძვის სახით, წლებია ეს ტრადიცია, მოსწავლე – მასწავლებელთა ბევრ ოჯახშიც დაინერგა; მოსწავლეები ყოველწლიურად ცდილობენ შეახსენონ თანამოქალაქეებს ცოცხალი ნაძვის მოჭრის საშიშროება – ბუკლეტების, ნამუშევრების, ღონისძიებების სახით.

• სეზონურად, ყოველთვის იმართება მაშტაბური ღონისძიებები კულტურის შენობაში, პარკში, სკოლაში. მაგ.: ,,ყვავილების მეჯლისი”, ,,სილამაზის კონკურსი”, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა, ,,სიყვარულის დღე”, ,,შემოდგომის ფერები” და ა.შ.

• აქტიურად იმართება მხიარული სტარტები – შიდასასკოლო და სკოლებშორის სპორტული შეჯიბრებები; დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

• ,,ნაღვლიანი ტრადიცია” – სკოლაში მოწყობილია 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ,,არეას” ყოფილი მოსწავლის – დათა ხურცილავას კუთხე, მოსწავლეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ამ კუთხეს, დიდი სითბოთი ცვლიან ყვავილებსა და ანთებენ სანთლებს; ყოველწლიურად აწყობენ სპეციალურად დათასთვის მიძღვნილ ღონისძიებას.

• ხშირად ეწყობა შემეცნებითი ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ცნობილ ადამიანთა სახლ - მუზეუმებში, ეკლესია – მონასტრებში და ა.შ.

• ეწყობა კოსტუმირებული თეატრალური წარმოდგენები.

• 2009 – 2011 სასწავლო წლების კონკურსებში მონაწილეობის შედეგები:

1. ბავშვთა ნახატების კონკურსი ქალთა საერთაშორისო დღისაღსანიშნავად;

მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა იყო – 4; გამარჯვებული – მარიამ რუსია.

1. ,,სადაკო” – მშვიდობის ელჩი. გამარჯვებულები: თეონა აბესაძე, მარიამ რუსია;

თეონა კვეკვესკირი; ლალი გადელია.

1. ,,ქართული კალიგრაფია” .

2. სკოლა ლიცეუმ ,,სხივის” მიერ გამოცხადებული ოლიმპიადა მათემატიკაში.

3. თხზულებებისა და ნახატების კონკურსი – ,,ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია”.

4. ნორჩ მხატვარ – დიზაინერთა კონკურსი – ,,ფრენა მზესთან ერთად”.

5. ბავშვთა და მოზარდთა სახვითი ხელოვნების გამოფენა – ,,ჩვენი სახლი”.

• საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები:

1. მედიის განვითარების ფონდი – ,,ცხოვრება ომის შემდეგ”.

მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა – 3; გამარჯვებული – 1.

1. ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული სამოქალაქო განათლების კვირეული ,,X” .

მონაწილე – 3 მოსწავლე, გამარჯვებული – ბენიამენ კორკელია.

1. ი. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსი ,,საზაფხულო სამეცნიერო აკადემია 2010” (საბავშვო უნივერსიტეტი) მონაწილე – 2; გამარჯვებული – ორი: გიორგი ბერაია და ნინო ქანდარია.

2. ხობისა და ფოთის ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამოცხადებული პროექტი ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო” . მონაწილე – 4; გამარჯვებული – მარიამ ყურუა.

3. შპს ,,არეას” კერძო სკოლის, თსუ – ს ნივთიერებათა კვლევის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი –,,ეკოლოგიური განათლება სკოლის მოსწავლეთა და გარემოს მონიტორინგი” – შვეიცარიის საელჩოს მიერ დაფინანსებული. მონაწილე – XI – XII კლასი.

ამ პროექტს მოჰყვა გაგრძელება – 14 ივნისს სკოლა ,,არეას” ესტუმრა შვეიცარიის ელჩის მოადგილე

- ანიტა შლუხტერი, მოსწავლეებმა მოაწყვეს ღონისძიება გერმანულ ენაზე, სტუმართან გადაიღეს

სამახსოვრო ფოტოები და დაჯილდოვდნენ გერმანული ლიტერატურით, ფასიანი საჩუქრებით.

1. ალიანტე – 2010 – ,,ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”.

I ტური – 14 მოსწავლე

II ტური – 6 მოსწავლე

III ტური – 3 მოსწავლე

გამარჯვებულები: დავით კვარაცხელია, თეონა კვეკვესკირი, გიორგი სარქისიანი.

1. ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსი – მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა. FLEX. პირველ ტურში მონაწილეობდა – 12 მოსწავლე, მეორე ტურში – 4 მოსწავლე (ლევან საბახტარაშვილი, თეონა კვეკვესკირი, თინათინ კვიკვიანია, ნინო ტაბაღუა); მესამე ტურში გამოვლინდა გამარჯვებული – X კლასის მოსწავლე ლევან საბახტარაშვილი, ის ერთი წლით (2011 – 2012), უფასოდ, ისწავლის ამერიკულ სკოლაში. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის მთავრობის მიერ.

2. 15 ივნისს, სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით ,,არეას” კერძო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს ღონისძიება ინგლისურ ენაზე ამერიკელი ინგლისური ენის პედაგოგების სტუმრების პატივსაცემად.

შპს ,,არეას” კერძო სკოლა

 

პირველი ავტორიზაცია

2011 წლის 22 დეკემბერს ... ,,არეას კერძო სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. სკოლა ,,არეაულოცავს ამ დიდ წარმატებას სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს! იხ. ბმული: პირველი ავტორიზაცია