სკოლა არეა

 

სკოლა არეა

სასულიერო პოეზია

11 მარტს, სკოლა ,,არეას“ X კლასელებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში - ,,უფრო ადრე მზე დაიცლება ბრწყინვალებისაგან, ვიდრე ფსალმუნი ამოკითხვით“ (50 - ფსალმუნი). მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით წინასწარმეტყველზე; დავითმა ხატოვანი ასახვა ჰპოვა ფსალმუნებში. ცოდვათა განცდა, სულიერი ტკივილი, უდიდესი სინანული, რწმენა და სიყვარული ჩანს დავითის საგალობლებში. სწორედ აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი - სიფაქიზით და სიფრთხილით დაუფლებოდნენ თითოეულ სტრიქონს, რაც ნათლად გამოავლინეს, მაგრამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა - თათია წოწერიამ, რომელსაც  გადაეცა საგანმანათლებლო ლიტერატურა. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი (პროექტის ხელმძღვანელი - ბ. რუსია). იხ. ბმული: სასულიერო პოეზია