სკოლა არეა

 

სკოლა არეა

საახალწლო განწყობა უფროსკლასელებში...

  • 26 დეკემბერს,  სკოლა ,,არეაში“ ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ  IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები.
  • ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებდა კლასებს შორის შეჯიბრს რამოდენიმე ნომინაციაში; ოთხივე კლასის მოსწავლეებმა და მათმა დამრიგებლებმა მაქსიმალურად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და მათი უდიდესი შრომის შედეგად მივიღეთ ძალიან პოზიტიური წინასაახალწლო განწყობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით აღნიშნული კლასების თითოეულ მოსწავლეს და მათ დამრიგებლებს: IX კლასი (დამრიგებელი - ინგა ჭანტურია), X კლასი (დამრიგებელი - თეა ბერაია),  XI კლასი (დამრიგებელი - თეა ტყებუჩავა)  და XII კლასი (დამრიგებელი - მაია ოდიშარია).
  • მოწვეულმა ჟიურის წევრებმა (სანათა სიჭინავა, ია ხუციშვილი, ბაია ბერიძე, შორენა კორშია) ობიექტურად შეაფასეს წარმოდგენილი ნომრები და გამოავლინეს გამარჯვებულები - კლასებისა და ნომინაციების მიხედვით.
  • ღონისძიების გამარჯვებული გახდა XII კლასი - მათ შეუძლებელი შეძლეს...
  • გამოვლინდნენ, ასევე, გამარჯვებული კლასები სხვადასხვა ნომინაციებში: საუკეთესო იუმორით გამოირჩეოდა XII კლასი; საუკეთესო სიმღერით წარსდგა  IX კლასი; საუკეთესო სადღეგრძელო წარმოადგინა  - XII კლასმა; საუკეთესო, კრეატიული ნაძვის ხეები წარმოადგინეს IX და  XII კლასელებმა; საუკეთესო მაგიდა - ვიზუალით - გამოირჩეოდა XI კლასი, საუკეთესო ვარცხნილობა წარმოადგინეს  IX და  X კლასის მოსწავლეებმა; მხიარული ჯამბაზის ნომინაციაში სახალისო ნომრით გამოირჩეოდნენ  XII და XI კლასის მოსწავლეები;  საუკეთესო დამრიგებლის ტიტული მოიპოვა თეა ტყებუჩავამ, რომელიც ინდივიდუალური ქორეოგრაფიული ნომრითაც წარსდგა; საუკეთესო წამყვანის ტიტული კი XI კლასის მოსწავლემ მოიპოვა.
  • გამარჯვებულების გამოვლენის მიუხედვად, ეს იყო მეგობრობის ზეიმი, რადგან თითოეული მონაწილე ხარობდა სხვისი წარმატებითაც... ეს დღე, ალბათ, დიდხანს სასიამოვნოდ შემორჩება თითოეული ,,არეელის“ მეხსიერებას.
  • მადლობა  სკოლა ,,არეას“  იმ მოსწავლეებს, პედაგოგებსა  თუ მშობლებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ ღონისძიებაში! ვულოცავთ გამარჯვებულებს და ყველას ვუსურვებთ ბედნიერ დამდეგ შობა - ახალ წელს!

სკოლა ,,არეა“

იხ. ბმული: საახალწლო განწყობა უფროსკლასელებში...