სკოლა არეა

 

სკოლა არეა

ისტორია დაუსრულებელი პოლემიკაა...

  • 9 დეკემბერს, სკოლა ,,აპოდიქსში“ ჩატარდა ისტორიული ვიქტორინა - ისტორია დაუსრულებელი პოლემიკაა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სკოლა ,,აპოდიქსისა“ (გუნდი - ,,კლიო“) და მეგობარი სკოლა ,,არეას“ (გუნდი - ,,ჰეროდოტე“) IX კლასის მოსწავლეები; ვიქტორინა საკამოდ საინტერესოდ წარიმართა: მოსწავლეები თავად სვამდნენ მათივე შემზადებულ კითხვებს - განვლილი მასალიდან.  თითოეულმა გუნდმა დასვა 20-20 შეკითხვა, ჯამში დაისვა-40 კითხვა, საბოლოო ჯამში, ქულათა მეტი მაჩვენებლით, გამარჯვება წილად ხვდა სკოლა ,,არეას“ IX კლასელთა გუნდს - ,,ჰეროდოტეს“. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას! (ღონისძიების ხელმძღვანელი - ელენე როგავა)
  • მსგავსი -აქტივობები, ამ ორ მეგობარ სკოლას შორის, ხშირად ტარდება; მთავარა ის, რომ მოსწავლეები ხალისით ეკიდებიან შეჯიბრებებს, ახდენენ ცოდნის მობილიზებას და ეძლევათ მისი დემონსტრირების საშუალება უფრო ფართო ასპარეზზე. ასე რომ, დავასრულოთ ჩვენი ერთგვარი დევიზით: გაიმარჯვა მეგობრობამ... ვულოცავთ ორივე სკოლის მოსწავლეებს!

იხ. ბმული: ისტორია დაუსრულებელი პოლემიკაა...