სკოლა არეა

 

სკოლა არეა

სკოლის ისტორია

* შპს ,,არეას” კერძო სკოლა დაარსდა 1999 წელს. მისი სახელწოდება არის დაკავშირებული სულხან – საბა ორბელიანის ლექსიკონთან. ,,არეას” განმარტება ნიშნავს ვარსკვლავს – მარიხი – ,,არს მეხუთე (სა) ცასა ზედა, სიმაღლე ეწოდების”.

* ახალგაზრდა პედაგოგებით დაკომპლექტებულმა სკოლამ, არსებობის მანძილზე, გარკვეულ წარმატებებს მიაღწია: ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, მოსწავლეთა სასწავლო – შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ სართაშორისო კონკურსებსა და პროექტებში; სკოლა დაარსების დღიდან ორიენტირებულია განათლებულ, დისციპლინირებულ, შემოქმედებითად აქტიურ მოსწავლეთა აღზრდაზე; მოსწავლე – მასწავლებლის ფუნქციათა ორგანიზებული გადანაწილება, სკოლაში, იდეალურ სასწავლო გარემოს ქმნის.

* სკოლის მიზანია: მოსწავლეებისათვის ყველა იმ აუცილებელი პირობის შექმნა, რომელბიც საშუალებას მისცემთ – მიიღონ განათლების მიზნებთან შესაბამისი თანამედროვე განათლება; სკოლაში მასწავლებლის, მოსწავლეების, მშობლების მაქსიმალური ჩართულობით შექმნას ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული უსაფრთხო გარემო. თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თავისი შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოვლენის, ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შეძენისა და რეალიზების საშუალება.
* სკოლის დირექცია აწარმოებს სკოლაში სასწავლო – აღმზრდელობით პროცესსა და გარემოზე მუდმივ მონიტორინგს.
* სკოლა აქტიური შემოქმედებითი პროცესით ცხოვრობს, რასაც ადასტურებს სასწავლო პროცესში, ინოვაციური იდეების მატარებელ. მოსწავლე – მასწავლებელთა მიერ შექმნილი უამრავი პროექტი, ასევე, მაღალ დონეზე ორგანიზებული სასწავლო – შემოქმედებითი, ლიტერატურული, ინტელექტუალური ღონისძიებები.
* ,,არეას’” კერძო სკოლის მახასიათებელია: ერთსულოვნება, ერთი ოჯახის შეგრძნება; შესაშური მობილიზება ნებისმიერი ტიპის სასწავლო ღონისძიებებში ჩართვის დროს და მზადყოფნა გარდაუვალი წარმატებისათვის, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა სხვადასხვა მიღწევებით.