სკოლა არეა

 

სკოლა არეა

სტუმარი ჩვენთან...

15 აპრილს, ხობის კერძო სკოლა „არეაში“ პოლონურ -ქართული პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო პოლონეთში მოღვაწე ქართველი, პოლონეთის მედიცინის დოქტორის, ინტერნისტის, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და სპორტული მედიცინის უმაღლესი კატეგორიის სპეციალისტის რუსლან ჯანიძის შემოქმედებას მიეძღვნა. ღონისძიებაში III –XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ქართველთა და პოლონელ ხალხის მეგობრობასა და სიყვარულზე ისაუბრეს, შესრულდა ქართული და პოლონური ცეკვები და სიმღერები. საღამო ემოციებით იყო დატვირთული, ბატონი რუსლანი კი აღფრთოვანებული დაემშვიდობა თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიხსენა თავისი ბავშვობა, სკოლა და მასწავლებელი. დაისახა სამომავლო გეგმები, რაც თითოეული მოსწავლის წარმატების საწინდარი იქნება. იხ. ბმული: სტუმარი ჩვენთან...