სკოლა არეა

 

სკოლა არეა

23 აპრილი ინგლისური ენის დღე

სკოლა ,,არეას" მოსწავლეებმა აღნიშნეს უილიამ შექსპირის დაბადების დღე, რომელიც აგრეთვე არის ინგლისური ენის დღე. ეს თარიღი ,,იუნესკომ" აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკელი მაკლეინების ოჯახი. მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის შემოქმედებასა და მოღვაწეობაზე, წაიკითხეს სონეტები და ნაწყვეტები მისი ტრაგედიებიდან. პატარებმა (lll ა და ბ კლასებმა) ასევე ისაუბრეს ინგლისური ენის მნიშვნელობაზე, მის ღირებულებაზე მსოფლიოს მასშტაბით, აღნიშნეს მნიშვნელოვანი ფაქტები ამერიკის შესახებ, როგორც ინგლისურენოვან ქვეყანაზე. მათ ასევე შეასრულეს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები. მეგობრობის ნიშნად, სტუმრებს გადაეცათ ქართული - ინგლისური და სკოლა ,,არეას“ სიმბოლიკებით დატვირთული ნაკეთობები (პედაგოგები: ია ხუციშვილი, ჯული ხასია, მაკა დიდიშვილი; მუსიკალური ხელმძღვანელი: მაიკო გადელია). იხ. ბმული: 23 აპრილი ინგლისური ენის დღე