30 ნოემბერს, სკოლა ,,არეას“ მოსწავლეებმა მოაწყვეს აქცია - ,,დავასუფთაოთ გარემო“. მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ გამოცხადებულ აქციაში, დაასუფთავეს სკოლა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია. მოსწავლეთა წახალისების მიზნით, აქციის ბოლოს მოეწყო კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაჯილდოვდა მაისურით. აქციის ორგანიზატორი იყო პედაგოგი - მედიკო ქობალია.