სკოლა არეა

 

სკოლა არეა

მწვანე გზა ჩვენი მეგობარია...

22 მარტს სკოლა ,,არეაში“ დაიგეგმა აქცია - ,,მწვანე გზა ჩვენი მეგობარია“. აქციის მიზანი იყო, თითოეულ მოსწავლეს წვლილი შეეტანა სკოლის გამწვანებაში - თავისი ხელით დაერგო ერთი ნერგი. აქციამ საინტერესოდ ჩაიარა, მასში ჩაერთვნენ მასწავლებლებიც. ამასთანავე, საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას - ყოველ 22 მარტს სკოლაში მოეწყობა მსგავსი აქცია. იხ. ბმული: მწვანე გზა ჩვენი მეგობარია...