სკოლა ,,არეაში“, 16 მაისს, ჩატარდა ღონისძიება დევიზით - ,,ტრადიციული საქართველო, მარადმწვანე გზა...“, ეს ღონისძიება გამსჭვალული იყო ტრადიციული სულისკვეთებით:
* გადავარჩინოთ ტრადიციები;
* იმრავლოს ქართულმა გენმა;
* ჩვენ ვიცავთ ტრადიციებს;
* 17 მაისი ერის წყლულია...;
* არ გადაჯიშდეს ქართველობა
ყოველი 17 მაისი სკოლა ,,არეაში“ დაწესდა ქართული ტრადიციების დღედ (ქართული სიმღერები, ქართული ცეკვები, ეროვნული სამოსი). სკოლაში საფუძველი ჩაეყარა შემოქმედებით ჯგუფს, სახელწოდებით ,,ტრადიციები“, მოეწყო ჯგუფის პრეზენტაცია.
სკოლის მოსწავლეებმა და ახლად ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრებმა XII კლასელებს მოუწყვეს მოულოდნელი, ორიგინალური გაცილება, დაუვიწყარი წუთები იყო თითოეული XII კლასელისათვის.
სკოლა ,,არეა“ ულოცავს XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულებას და უსურვებს წარმატებებს საატესტატო გამოცდებზე.
იხ. ფოტო-მასალა: ,,ტრადიციული საქართველო, მარადმწვანე გზა...“