სკოლა არეა

 

სკოლა არეა

საქველმოქმედო აქცია

ხობის კულტურის ცენტრის ინიციატივას - დავეხმაროთ მარიამ ადონიას, გამოეხმაურა სკოლა ,,არეა“.

• 23 აპრილს, მოეწყო სკოლა ,,არეასა“ და საქველმოქმედო კავშირი ,,მადლის“ ერთობლივი აქცია - ,,ყველანი ერთად“. აქციის აქტიურმა მოსწავლეებმა (მარი ადონია, თამთა ნაჭყებია, საბა სორდია, სალომე ნანეიშვილი, მარი შუშანია, მარი კუპრეიშვილი, ბაქარ ქვარაია) შეძლეს, სკოლა ,,არეასა“ და ხობის მოსახლეობის დახმარებით, გარკვეული წვლილი შეეტანათ კეთილ საქმეში. ,,მადლისა და კეთილის საქმე ღვთისაგან განმრავლდების...“
• მოსწავლეთა საქველმოქმედო აქციით შეგროვდა 500 ლარი. დღეს, პატარა მარიამს სკოლა ,,არეას“ მოსწავლეებმა საჩუქრად გადასცეს მარიამ ღვთისმშობლის ხატი, აქციით შეგროვილი თანხა და ფერადი ბუშტებით გაულამაზეს დღე.
• მადლობა სკოლა ,,არეას“, აქციის აქტიურ მოსწავლეებს, ხობის მოსახლეობას, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში.
• სკოლა ,,არეა“ მადლობას უხდის ხობის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის“ ფილიალის თანამშრომლებს.
• 6 წლის მარიამ ადონიას ოცნებაა, რომ სხვების მსგავსად სიარული შეძლოს. იგი ცერებრალური დამბლითაა დაავადებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს. დავეხმაროთ პატარა მარიამს დავუთმოთ დრო სიკეთეს.
• მის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში: ხათუნა გვალია. ანგარიშის ნომერი: GE40LB0211196301345000 ანგარიშის ვალუტა: GEL/ USD/ EUR- მულტისავალუტო ანგარიში. მიმღები ბანკის დასახელება და მისამართი: ს.ს. ''ლიბერთი ბანკი'' მიმღები ბანკის SWIFT კოდი: LBRTGE22  იხ. ბმული:  საქველმოქმედო აქცია