სკოლა არეა

 

სკოლა არეა

სამოქალაქო განათლება - პიროვნული თავისუფლება

19 ნოემბერს, სკოლა ,,აპოდიქსის“ და სკოლა ,,არეას“ მოსწავლეთა მონაწილეობით, ჩატარდა მეგობრული შეჯიბრი სამოქალაქო განათლებაში. სკოლა ,,აპოდიქსის“ გუნდის სახელწოდება იყო - ,,იუსტიცია“, სკოლა ,,არეას“ - ,,თემიდა“. თამაში ჩატარდა სამ ეტაპად; თითოეულ ტურში თითო გუნდის მიერ დაისვა 10-10 შეკითხვა; კითხვები მოსწავლეებმა თავად შეამზადეს. თამაში საკამაოდ ემოციური და საინტერესო იყო: მოსწავლეები დამაჯერებლად ასაბუთებდნენ თავიანთ პასუხებს. ღონისძიების მიზანი იყო ერთგვარი შემზადება 22 ნომბერს დაგეგმილი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადისათვის. სკოლა ,,არეას“ გუნდმა ,,თემიდამ“ მოიპოვა გამარჯვება, თუმცა გაიმარჯვა ცოდნამ და მეგობრობამ...ღონისძიება ბევრის მომცემი იყო თითოეული მოსწავლისათვის. მადლობა სამოქალაქო განათლების პედაგოგებს: სანთა სიჭინავას, ელენე როგავას და ლელა გაბრავას, სწორედ მათი დამსახურება იყო ის, რომ მოსწავლეებმა ასე ორგანიზებულად შეძლეს ფუნქციების გადანაწილება, ცოდნის წარმოჩენა და თავიანთი მოსაზრებების დაცვა.  იხ. ბმული: სამოქალაქო განათლება - პიროვნული თავისუფლება