2014 - 2015 სასწავლო წლის საზეიმო დილა სკოლა ,,არეაში“ ხალისიანად დაიწყო: ახალი სასწავლო წელი სკოლის პირველკლასელებს აჭარიდან მოწვეულმა ჯამბაზებმა მიულოცეს. პირველი დღე ყოველთვის ხალისიანი, ნაკლებად დამღლელია: მოსწავლეებმა იმხიარულეს და კეთილი განწყობით შეეგებნენ ახალ სასწავლო წელს. სკოლა ,,არეა“ ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ულოცავს ახალ 2014 -2015 სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს ნაყოფიერ, წარმატებულ წელს! იხ. ბმული: ახალი 2014 - 2015 სასწავლო წელი სკოლა ,,არეაში“